понедельник, 5 декабря 2011 г.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა ღრმად შეისწავლონ საქართველოს მონარქების ცხოვრება სიწმინდის ასპექტში.

პროექტის აქტუალობა:  დამატებითი ინფორმაციების მოძიება. სამთავისის საკათედრო ტაძრიდან წმიდა მოციქულთა  სწორთა მირიან და ნანას ხატის მობრძანება. კედლის გაზეთის გამოშვება. ექსკურსიის მოწყობა. ყოველივე ეს გააძლიერებს მოსწავლეთა პატივისცემას წარსულისადმი, წინაპრებისადმი.

პროექტის მიზანი: მოკვლეულ იქნას დამატებითი მასალები წმიდა მონარქების შესახებ. გასვლითი ღონისძიება იმ ადგილებში, სადაც განისვენებენ წმიდა მონარქები.

ესგ: სტანდარტი XI კლასი.

ვადები: 1 თვე.

როექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ისტორია, წმიდათა ცხოვრება, ჟურნალი "კარიბჭე" 2011 წელი N 13. საჭირო თემატურიუ მასალა ინტერნეტიდან.

პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დაევალებათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგონ წმიდა მეფე–დედოფლების ცხოვრება. მოიძიონ იკონოგრაფიული გამოსახულებები. მოიძიონ ქართველ პოეტთა ის სტრიქონები, სადაც ხოტბა აქვთ შესხმული ჩვენს მონარქებს. ჩემი დახმარებით შეისწავლონ კანონიზირებულ მონარქთა სახელზე შექმნილი ტროპარ–კონდაკები.

საგნებთან კავშირი: საქართველოს ისტორია, ხელოვნების ისტორია, ქართული ლიტერატურა და რელიგია.

პროექტის ხელმძღვანელი: ირმა(ელისაბედ) ზაქარიაშვილი.

ხელმძღვანელის ელფოსტა: irma.elisabed.zaqariashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий